სააკაშვილი – ვაპირებ, უკრაინის საზღვარი ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს გავლით გადავკვეთო

მე დავბრუნდები უკრაინაში, ვაპირებ უკრაინის საზღვრის ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს გავლით გადაკვეთას, – ამის შესახებ ოდიესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა “ტელეარხ 24”-ს განუცხადა.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, პასუხისმგებლობა აქვს აღებული უკრაინელების დაცვაზე და მისი უახლოესი გეგმებიც უკრაინას უკავშირდება.

“ჩემი ნივთები უკრაინაშია. ჩემი მეგობრებისა და იმ პარტიის წევრთა უმრავლესობა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, უკრაინაში არიან. ორ დღეში დავასახელებ უკრაინაში დაბრუნების კონკრეტულ თარიღს. მე ავიღე უკრაინელების დაცვაზე პასუხისმგებლობა. ეს პოროშენკოს და ოლიგარქებს არ სურთ. მე მათი არ მეშინია. ვსაუბრობ ევროპულ მედიასთან. მაქვს შეხვედრები ევროპელ პოლიტიკოსებთან. მათ მოვუწოდებ უკრაინელი ხალხისა და უკრაინის მხარდაჭერისკენ. ჩემი უახლოესი გეგმები უკრაინას უკავშირდება. უკრაინა ოლიგარქებისგან უნდა გავათავისუფლო-,” განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისომხეთში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიასაქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მხოლოდ 0.1%-ით გაიზარდა