საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციასა და მოქალაქეებს ფაქტობრივად საარჩევნო პროცესის ბოიკოტისკენ და ალტერნატიული სცენარისთვის მზადებისკენ მოუწოდებს.
სააკაშვილის განცხადებით, პარლამენტში შესვლაზე ფიქრი ამ ეტაპზე „მავნებლობაა“:
„ამ სცენარისთვის უნდა ვემზადებოდეთ ახლა ყველა სათითაოდ და ერთად და არა მითიური არჩევნებისთვის, არსებულ პარლამენტში შესვლისთვის და სხვა მსგავსი მავნებლობისთვის. როგორც კი დავინახავთ რუსების აქტივიზაციას ჩვენს საზღვრებთან, სასწრაფოდ გავწიოთ გვერდზე ქოცები, გავათავისუფლოთ პოლიტიკური პატიმრები, შევქმნათ დროებითი მთავრობა და მოვუწოდოთ მეზობლებს და ევროპას დახმარებისკენ“, — წერს მიხეილ სააკაშვილი.

















