სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და მიეცეს თავისუფლად მკურნალობის საშუალება – ადვოკატი

ნორმალურ ქვეყანაში გათავისუფლებაც კი ხდება ადამიანის, როცა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხდება – ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მან მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს მოინახულა.

“ველოდებოდი უკეთეს მდგმარეობას, მაგრამ ის ძალიან სუსტადაა. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ, არ შეიძლება 1 ან 2 დღეში მოხდეს ჯანმრთელობის აღდგენა. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი გახდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, არც უკვალოდ ვერ ჩაითვლის მის ჯანმრთელობასა და მორალურ მდგომარეობაზე”, – ამბობს საძაგლიშვილი

banner
წინა სტატიაშიენტონი ბლინკენი – აშშ ძალიან აფასებს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან
შემდეგი სტატიათავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, სტაბილურია მისი მდგომარეობა – ექიმი სააკაშვილზე