სააკაშვილი უკრაინის რადას დაშლით ემუქრება

საქართველოს ექპრეზიდენტი და ამჟამად უკრაინული პოლიტიკური პარტია ,,რუხ ნოვიხ სილის,, ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, ,,ფეისბუქის,, საკუთარ გვერდზე უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს და უკრაინის რადაში მის თანამოაზრეებს, ხალხის მოტყუებაში ადანაშაულებს და უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს დაშლით ემუქრება.

,,ბოლო ერთი კვირაა რაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, როგორ ითხოვს ლუცენკო რამდენიმე დეპუტატისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას, ხოლო მისი თანამზრახველები ფრაქციაში, რომელსაც იგი თავად ხელმძღვანელობდა, თითქოსდა წინააღმდეგობას უწევენ მას. ეს არის ,,ბარიგული,, რეჟიმის პოლიტიკური წყობა სახელწოდებით ,,სათითები,, . თქვენ რა, ყველა უკრაინელი ბრიყვი გგონიათ? ასე, რომ დაგშლით,, აცხადებს სააკაშვილი და თავის კომენტართან ერთად, უკრაინის რადის ოპოზიციონბერი დეპუტატისა და ყოფილი ჟურნალისტის – ეგორ სობოლევის, ასევე ფეისბუქით გაკეთებული განცხადება მოჰყავს, სადაც ის, 11 ივლისს, სამშაბათს, დილის 9 სათზე უკრაინის რადასთან საპროტესტო აქციას აანონსებს.

banner
წინა სტატიაშითურქეთს ახალი კონსტიტუციის გამო ევროკავშირთან დამშვიდობება მოუწევს
შემდეგი სტატიაყაჩაღობა ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში