სააკაშვილი უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროში ,,შესამოწმებლად” მივიდა (+ვიდეო)

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ნაციონალურ ანტიკორუფციულ ბიუროში მივიდა და მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით შემოწმება მოითხოვა:

“მე უკრაინის ნაციონალურ ანტიკორუფციულ ბიუროში პირველი საქმით მივედი, დაე შემოწმება ჩემით დაიწყონ, მაგრამ ამასთანავე შეამოწმონ ყველა ის ადამიანი პრემიერის გუნდიდან, რომელიც მე ბრალს მდებს, ამასთანავე პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრი კონკრეტული დეპუტატებიც და სხვა სახელისუფლებო ჯგუფის წევრები.”- წერს სააკაშვილი ფეისბუკზე.

შეგახსენებთ, სააკაშვილის მიერ ხელისუფლების წევრების კორუფციაში დადანაშაულებას, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საპირისპირო დადანაშაულება მოჰყვა.

https://www.youtube.com/watch?v=CpVjz2rms2Y&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიანსამბლმა ,,ფორტემ” სასჯელაღსრულების N-5 დაწესებულებაში კონცერტი გამართა
შემდეგი სტატიაქალაქ საგარეჯოს და მიმდებარე სოფლებს ელექტროენერგია შეუწყდებათ