სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას 11 წლის შვილთან ერთად გეგმავს (ვიდეო)

ოდესის ოლქის ყოფილმა გუბეტნატორმა და საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მის მიერ უკრაინის საზღვრის გადალახვისას შესაძლოა ატყდეს სროლა.
ტელეარხ NewsOne-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ უკრაინელი პოლიტიკოსების მხრიდან ყველა მუქარა, მათ შორის ცეცხლის გახსნის თაობაზე, არის დაუსაბუთებელი. “იმას, ვისაც სურს ცეცხლის გახსნა, როგორც წესი, ამის შესახებ წინასწარ არ აცხადებს”, – განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, უკრაინაში მის ჩასვლასთან დაკავშირებით სიტუაცია სპეციალურად იძაბება.
NewsOne -თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ უკრაინაში ჩასვლას იგი 11 წლის შვილთან ერთად გეგმავს.

 

https://youtu.be/Lb84-HnYlq8

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის და კოლომოისკის შეხვედრას ადგილი არ ჰქონია
შემდეგი სტატიასააკაშვილი: “არ ვურჩევ პოროშენკოს ციხეში მოხვედრას” (ვიდეო)