video სააკაშვილმა უკრაინელ ახალგაზრდებს აქტიურობისკენ მოუწოდა

უკრაინელმა ახალგზარდებმა “შფოთვების გამომწვევის” როლის თამაში უნდა შეწყვიტონ და სახელმწიფო გადაწყვეტილებებში მონაწილეობა მიიღონ – განაცხადა ოდესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა YES-ის ყოველწლიურ მე-13 შეხვედრაზე.
“არიან ახალგაზრდები, რომელთა სტატუსი “შფოთვის გამომწვევის” სტატუსიდან მაღლა უნდა დადგეს და გახდნენ ისინი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებენ. ეს ადამიანები იმის წინააღმდეგი არიან, რომ ძველი სისტემა არ დაბრუნდეს, თუმცა ისინი ახლა გადაწყვეტილებებს არ იღებენ. ახალი არჩევნები, როგორიც არ უნდა იყოს მისი შედეგები, ხელისუფლებაში ახალ ადამიანებს მოიყვანს” – განაცხადა მან.
მისი თქმით, უკრაინის ძველ ელიტას, სამწუხაროდ, ბევრი საერთო აქვს რუსულთან და არა ამერიკულ ან ევროპულ ელიტებთან.
“უკრაინა იმედგაცრუებულია ამ ელიტით, რადგანაც ის არ ვითარდება. უკრაინა რუსეთთან ომს აწარმოებს, მაგრამ ჩემი აზრით, უკრაინულ ელიტაში ძირითადად ის ღირებულებებია, რაც რუსულში” – განაცხადა სააკაშვილმა.

https://youtu.be/vcRttpVcwH4

banner
წინა სტატიაშიპუტინი: რუსეთისაგან ბოროტების იმპერიის სახეს ქმნიან
შემდეგი სტატიაპროფესორი ნოდარ ტაბიძე გარდაიცვალა