სააკაშვილი – უგულავა იყო აქ მართლა, სუფრა გავუშალე, არ გვილაპარაკია პოლიტიკაზე, არ გვინდოდა მოგვეწამლა ადამიანური შეხვედრა

“გიგი უგულავა იყო აქ მართლა, ჩემთან, სახლში სუფრა გავუშალე. ძალიან კარგი, თბილი შეხვედრა იყო და თითქმის არ გვილაპარაკია პოლიტიკაზე იმიტომ, რომ არ გვინდოდა, მოგვეწამლა ადამიანური შეხვედრა.

მე მათი კამპანია, რა თქმა უნდა, არ მომეწონა. მე მიმაჩნია, რომ მათმა კამპანიამ, პირველ რიგში, დააზარალა ისინი და დააზარალა ჩვენი საერთო საქმე. ჩემზე ეს თავდასხმები არ იყო საერთო ინტერესებში, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ძალების გაერთიანება და ამიტომ წარსულზე კონცენტრირება არ იყო საჭირო. მით უმეტეს, მათი პარტიული საკითხები საერთოდ არ გამირჩევია” – განაცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა TV პირველის ეთერში.

banner
წინა სტატიაშირა შეზღუდვები იხსნება 15 თებერვლიდან
შემდეგი სტატიაგრიგოლ გეგელია – ნიკა მელიას გადაწყვეტილება არის ნიკა მელიას გადაწყვეტილება, მე არ ვფიქრობ, რომ ამაში ვინმე უნდა ჩაერთოს