სააკაშვილი უეჭველად პოლიტიკური მილიარდერია

არსებობს ფინასური და არსებობს პოლიტიკური სიმდიდრე. დღევანდელი გადასახედიდან, მიხეილ სააკშვილი უეჭველად პოლიტიკური მილიარდერია, განურჩევლივ იმისა, კარგი პიროვნებაა თუ ცუდი და მოწონს ეს ვინმეს თუ არა, ფაქტი სახეზეა და ეს უნდა ვაღიაროთ.
აქ შეგვიძლია დავმატოთ ისიც, რომ პოლიტიკური პიარის ვირტუოზიცაა და ხშირად “დავიწყებული” ისევ საინფორმაციო მოვლენების ეპიცენტრშია და ეს არა მარტო “რუსთავი-2” ეკარნზე.
რაც შეეხება სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობას, არ ვიცი რამდენად სწორი და გამართლებული იყო თავიდანვე მისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება, მაგრამ ჩამორთმევა, მინიმუმ, საერთაშორისო ნორმების დარღვევა იყო.

ამას საქართველოში და საზღვარგარეთ მოღვაწე, განსაკუთრებით ყოფილი და ა.წ გაალისტრახოვებული ე.წ.ჟურნალისტებისათვის ვწერ. როდესაც არ გესმით, ან გესმით და ბიძის გინდათ თავი მოაწონოთ, სანამ რამეს გამოაქვეყნებთ, “დაგუგლეთ” მაინც ეს შეჩვენებული.

პირადად მიხეილ სააკაშვილს კი, იმედია, ეყოფა გამჭრიახობა, და უკრაინაში არ ვიხილავთ ისევ მოქმედ პოლიტიკაში, რაც არა მარტო მისთვის, არამედ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებისათვის საზიანო იქნება.

გიორგი ალანია
ჩეხეთი

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ირანისთვის С-400-ების მიყიდვაზე უარი თქვა
შემდეგი სტატიაპირველად ავსტრიის ისტორიაში კანცლარი ქალი გახდება