სააკაშვილი: ტრამპი ყველგან ამბობდა, “მე ვიცნობ სააკაშვილს, ის ისეთი მაგარია”

“ტრამპი ბათუმში რომ ჩამოვიდა, თქვა, რომ ეს იქნებოდა მსოფლიოში ყველაზე კარგი ქალაქი 5 წლის შემდეგ და მან ეს ჩემთან კი არ თქვა, არამედ ამერიკულ არხებთან. აი, თქვენ რეკლამა.

რატომ ჩამოვიდა ის? იმიტომ, რატომაც ის ჩვენ გვაქებდა, ჩამოდიოდა, მე მპატიჟებდა მუდმივად თავის სახლში და საერთოდ ნიუ-იორკის ქუჩებში, რესტორნებში, თეატრებში ჩემთან ერთად დადიოდა. რატომ? იმიტომ, რომ ყველას მოსწონს წარმატებებთან ასოცირება.

როდესაც ის მორიგჯერზე იბრძოდა აშშ-ის პრეზიდენტობისთვის, მას სურდა, ასოცირებული ყოფილიყო წარმატებებთან. და ის ყველგან ამბობდა, რომ “მე ვიცნობ სააკშვილს”, “ის ისეთი მაგარია”, “მე ვიყავი ბათუმში, საუკეთესო ქალაქია მსოფლიოში”, “მათ განათლების საუკეთესო სისტემა აქვთ” და ა.შ. ”-განაცხადა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქში უკრაინელ სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე .

banner
წინა სტატიაშიკახა კუკავა – უნდა დადგინდეს, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ნათესავებს წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ქონება პროკურატურამ რა ნიშნით დაუბრუნა და დანარჩენებს უარს ეუბნება
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა