სააკაშვილი ტიმოშენკოს მადლობას უხდის

საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო ფრაქციის “Батькивщина” –ს ლიდერმა იულია ტიმოშენკომ მას მხარი დაუჭირა ძალიან რთულ მომენტში. ამის შესახებ სააკაშვილმა ისაუბრა ტელეარხ NewsOne–ის ეთერში.

“ჩემს წინააღმდეგ ჩაიდინეს ისეთივე უსამართლობა, როგორც მილიონობით უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ. ტიმოშენკომ სწორი პოზიცია დაიკავა, როგორც ბევრმა სხვა პოლიტიკოსმა, და ამ სიტუაციაში მხარი დამიჭირა. მე უზომოდ მადლობელი ვარ მისი იმისთვის, რომ ის ჩამოვიდა”, – თქვა სააკაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ის და ტიმოშენკო სხვადასხვა პარტიაში არიან და მათი პოლიტიკური შეხედულებები განსხვავდება, მაგრამ ის აფასებს ტიმოშენკოს როლს აგვისტოს ომის დროს, როდესაც მისმა მთავრობამ საქართველოს გამოუყო იარაღი და ჰუმანიტარული დახმარება.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში, რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, ჭერი ჩამოინგრა
შემდეგი სტატიააფხაზეთის ე.წ. გენპროკურორის შვილი ქურდობისთვის დააკავეს (ვიდეო)