სააკაშვილი: “თვალები ამიხვიეს, ხელები, ყველაფერი შემიკრეს და ვეტმფრენით მომიყვანეს

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ვარშავაშია – ამის შესახებ მან ტელეარხ NewsOne-თან ინტერვიუში განაცხადა. სააკაშვილი, როგორც არხი იუწყება, NewsOne-ს უკრაინის გენერალური პროკურორის ექს-მოადგილის, დავით საყვარელიძის ტელეფონით დაუკავშირდა და დაკავების შემდეგ მოვლენების განვითარებაზე ისაუბრა. “თვალები ამიხვიეს, ხელები, ყველაფერი შემიკრეს და ვეტმფრენით მომიყვანეს. ვეტმფრენი დიდი ხანი დაფრინავდა კიევის თავზე, როგორც ვფიქრობ. ვფიქრობ, კვალის არევა უნდოდათ. შემდეგ, ის, ასე მგონია, რომ ბიროსპოლის აეროპორტში დაჯდა, სადაც თვითმფრინავში გადაყვანამდე ვყავდით დაახლოებით 40 წუთი… ახლა უკვე ვარშავაში ვარ” – თქვა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს რამდენიმე საათის წინ კიევის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს. უკრაინის საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა დაადასტურა რომ სააკაშვილი პოლონეთში გაადეპორტეს, საიდანაც მან უკანონოდ გადაჭრა საზღვარი 2017 წლის 10 სექტემბერს.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: ქართული მართლმსაჯულების სრული კრახი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი არის ქვეშაფსია, ლაჩარი და არარაობა