სააკაშვილი, თუკი „ხალხს უნდა“, შესაძლოა, საქართველოში ჩამოვიდეს

sandra-rulovsiსაქართველოს ყოფილი პირველი ლედი, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ სააკაშვილი, თუკი „ხალხს უნდა“, შესაძლოა, საქართველოში ჩამოვიდეს. ამის შესახებ რულოვსმა ჟურნალისტებს ბათუმში, პიაცაზე განუცხადა, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურთან ლევან ვარშალომიძესთან ერთად მივიდა.

რულოვსი ამბობს, რომ ვარშალომიძის საქართველოში დაბრუნება სააკაშვილის დაბრუნების საწინდარია.

„ლევანის ჩამოსვლას ჩემთვის სიმბოლური ფორმა აქვს, მიშას ჩამოსვლის საწინდარია. მემგონი, ჩამოვა, თუ ხალხს უნდა“, – განუცხადა სანდრა რულოვსმა „რუსთავი 2“-ს.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ეუთო-ს რეზოლუციაში საქართველოს დელეგაციის მიერ წარდგენილი 4 ცვლილება მიღებულია
შემდეგი სტატიაიურისტთა საერთაშორისო სახლი გიორგი მარგველაშვილს და გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს