16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

სააკაშვილი: თუ ეს ასეა მივესალმები, ის რომ ოკუპანტებმა თავისუფლად ვერ იმოქმედონ აფხაზეთში, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აფხაზეთის საოკუპაციო ძალები აცხადებენ, რომ მათ თავს დაესხნენ უკრაინული საჰაერო დრონები.

“თუ ეს ასეა, ეს არის უკრაინის კანონიერი უფლება და მე ამას მხოლოდ მივესალმები, ის რომ ოკუპანტებმა თავისუფლად ვერ იმოქმედონ აფხაზეთში, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება.

ძალიან მალე მოვა დრო როცა ჩვენ უკრაინელების დახმარებით გავათავისუფლებთ აფხაზეთს რუსებისგან, მანამდე თბილისი უნდა გავათავისუფლოთ მოსკოვის მარიონეტ კრიმინალური დიქტატურისგან”,_ წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშილიბანის ჯანდაცვის სამინისტრო: ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატია“დაიცავი განათლება”- თბილისში 9 მარტს აქცია ჩაინიშნა