სააკაშვილი: მე თუ ჩამოსული ვარ, მაშინ პოროშენკოც ჩამოსულია

7ოდესის მხარის გუბერნატორმა უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს დღევანდელ განცხადებაზე, რომელიც მის მიერ გადადგომის გადაწყვეტილებას ეხებოდა, კომენტარი გააკეთა. სააკაშვილის გამოსვლის ტრანსლირება “112 უკრაინაზე” ხდებოდა.
გუბერნატორის თქმით, თუკი პოროშენკო მას “ჩამოსულს” უწოდებს, მაშინ, თვითონ პოროშენკოც “ჩამოსულია”.
“პრეზიდენტმა დღეს გააკეთა განცხადება და მე მინდა მას ვუპასუხო… პოროშენკომ მშვენივრად იცის, რომ თუკი მე ჩამოსული ვარ, მაშინ თვითონაც ჩამოსულია. ჩვენ ინსტიტუტში სასწავლებლად ერთსადაიმავე დროს მოვედით, ის მოლდოვადან, მე საქართველოდან. ამაში არაფერია ცუდი. ის მოლდოვადან ჩამოვიდა, ერთ-ორ წელში მე ჩამოვედი საქართველოდან და ერთად ვსწავლობდით. მე იმავე სტაჟის უკრაინელი ვარ, როგორისაც ის. მე მადლობელი ვარ, რომ მან მოქალაქეობა მომცა, მაგრამ მე ამისთვის ვშრომობ” – განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პოროშენკომ იმედი გამოთქვა, რომ ხვალ უკრაინის მთავრობა სააკაშვილის განცხადებას, გადადგომის შესახებ, მხარს დაუჭერს.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ მერაბ სოხუმელს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვა
შემდეგი სტატიაჩინეთის სამხედრო ქარხანაში აფეთქება მოხდა