სააკაშვილი – თუ აშშ ჩემს დასაცავად არ იმოქმედებს, ეს იქნება საშინელი სიგნალი რეგიონის ყველა პროდასავლური ლიდერისთვის

თუ აშშ ჩემს დასაცავად არ იმოქმედებს, ეს იქნება საშინელი სიგნალი რეგიონის ყველა პროდასავლური ლიდერისა და მოსახლეობისთვის, – „ბლუმბერგის“ ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც გამოცემას პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაუგზავნა.

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ოქტომბერში, არჩევნების წინ საქართველოში იმის გამო დაბრუნდა, რომ „რუსული თამაშებისა“ და საქართველოს მთავრობის განცხადებების კომბინაციამ დაარწმუნა, რომ ქვეყანა უარს ამბობს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მიზანზე.

„ბლუმბერგის“ ცნობით, ჩანაწერებში ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ციხეში ყოფნისას სცემეს და ასფალტზე ათრიეს. მისი თქმით, მთავრობამ უარი თქვა მის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე, არ აძლევენ ტელეფონით სარგებლობისა და საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალებას.

banner
წინა სტატიაშისერგეენკო – ელენე ხოშტარიას ადამიანურად მინდა ვთხოვო, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და მიიღოს თუნდაც აუცილებელი დანამატები
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარიასთან უმრავლესობის წევრები ნინო წილოსანი და გიორგი ამილახვარი მივიდნენ