15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

სააკაშვილი: „თბილისი და ბათუმი მალე 99%-ისთვის მიუწვდომელი გახდება“

“მეგობრებო, ქართველებო, დააკვირდით ეს ბანდიტები რას გვაზეიმებენ?
იპოდრომზე თურმე შენდება შენობა, სადაც ბინა 20 მილიონი დოლარი ეღირება. იქვე გმირთა მოედანზე, ივანიშვილის მშენებლობაზე 1 კვ. მეტრი 15 ათასი დოლარი ეღირება და მოიცა ქართველ ხალხს რა აქვს საზეიმო ამ ყველაფერში?
ის რომ ქართველი ბინას ვეღარ იყიდის და ის რომ მათი განდევნა ხდება ქალაქებიდან, იმით რომ თბილისი და ბათუმი მალე 99%-თვის მიუწვდომელი გახდება.
ან ტერმინი “არაბული ქალაქი” რა უბედურებაა? საქართველოში უკვე იყო ერთხელ არაბული ქალაქი – მას ერქვა თბილი და დავით აღმაშენებელს 30 წელი დასჭირდა ქალაქის ქართველებისთვის დასაბრუნებლად.
ხვალ ასეთივე წარმატებით გაჩნდება “ინდური”, “ჩინური”, “პაკისტანური” ქალაქები და რა თქმა უნდა, ყველა მათგანში, ისევე როგორც ყოფილ ქართულ ქალაქებში დიდი პორციით იქნებიან წარმოდგენილი რუსები. ახლა კომენტატორობის დრო კი არა, დაუყოვნებლივი მოქმედების დროა, which is long overdue”,- წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი

banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატიაარასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით კახეთში 70 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს