“სააკაშვილი თავად სცემს პასუხს კითხვას, თუ რატომ არა აქვს მას და მის პოლიტიკურ გუნდს ქართული საზოგადოების მხარდაჭერა”

მიხეილ სააკაშვილი თავად სცემს პასუხს კითხვას, თუ რატომ არა აქვს მას და მის პოლიტიკურ გუნდს ქართული საზოგადოების მხარდაჭერა – არც არასდროს ექნება! – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განუცხადა.

იონათამიშვილმა სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკური ცინიზმი უწოდა.

“პოლიტიკური ცინიზმია, რომ ადამიანი, ვინც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართული დემოკრატია დაეზიანებინა, ადამიანის უფლებები და საკუთრების უფლება გაენადგურებინა, მედია დაემონებინა, ახლა ნიანგის ცრემლებით საუბრობს მედიის თავისუფლებაზე, საკუთრების უფლებაზე და გვეუბნება, ხომ არ გვენატრება ის მეთოდები, რითაც ის ქვეყანას მართავდა, რაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის ისტორიაში ნამდვილად შავი ლაქაა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშილაგოდეხში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
შემდეგი სტატია“ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს ფული იმისთვის, რომ არ მომხდარიყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ლეგიტიმაცია”