“მოდით ნუ ვიკამათებთ – ხალხი ზუსტად იმდენად არის გაბედული, სადამდეც გაბედულია მისი ლიდერები. ამისი ნათელი მაგალითი იყო ვარდების და აჭარის რევოლუციები და განსაკუთრებით 2008 წელი. მაშინ, რომ ტერიტორიების გასხვისებაზე მომეწერა ხელი, რასაც მოკვლის პირდაპირი მუქარით მაიძულებდნენ, ან ქვეყანა დამეტოვებინა, როგორც მირჩევდნენ, ჩვენი ხალხი და სახელმწიფო ჩამოიშლებოდა და მტერი ბოლომდე გაგვანადგურებდა.
როგორმე უნდა გახვიდე ბოლომდე და რაღაც მომენტში ხალხი აუცილებლად გამოგყვება. არავის ჭკუას არ ვარიგებ და მითუმეტეს ნიშანს არ ვუგებ. უბრალოდ ჩვენ საერთო ბრძოლაში ვართ და თანამებრძოლების ყოყმანი ამ საერთო საქმეს აზარალებს”,_ წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
















