სააკაშვილი ტელე-შოუს წამყვანი გახდა

ოდესის ყოფილი გუბერნატორი და პარტია “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ტელეწამყვანი გახდა. ტოკ-შოუ “სხვა უკრაინა”, რომელსაც სააკაშვილი წაიყვანს, ტელეარხ ZIK-ზე გავა.
“ჩვენ ZIK-ზე ჩავწერეთ “სხვა უკრაინის” პირველი გადაცემა და ის ძალიან მწვავე გამოვიდა. ყოველ კვირას ამ ტელეეთერით მე თქვენ გაჩვენებთ, ისეთ უკრაინას, როგორსაც არც ერთი არხი არ აჩვენებს” – აღნიშნა სააკაშვილმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე და დაამატა, რომ პირველი გადაცემის ჩაწერა 27 მარტს მოხდა.

banner
წინა სტატიაშიუფასო სახელმძღვანელოების პროგრამა არ შეჩერებულა
შემდეგი სტატიაარიზონაში პოლიციელებს ქურდი უჩვეულო პოზაში დახვდათ