18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

სააკაშვილი: სომხეთის მიმართ პუტინის მუქარა საშიშია – რუსეთმა შესაძლოა საქართველოს ოკუპაციაც მოახდინოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება. სააკაშვილის განცხადებით, კრემლის მხრიდან სომხეთის მისამართით არსებული მუქარები პირდაპირ და უმწვავეს საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას.

ექსპრეზიდენტის შეფასებით, რუსეთმა ყაზახური ნავთობის ევროპაში გადატანის მარშრუტების ჩაკეტვით უკვე დაიწყო ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება, რამაც საქართველოს როლი გაზარდა, თუმცა პარალელურად სამხედრო სცენარიც მზადდება.

„რუსეთი იმუქრება სომხეთში ჯარის შეყვანით, ეს კი შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს გავლით. თუ გადაწყვიტა ოპერაციის ჩატარება, რუსეთი აუცილებლად მოახდენს საქართველოს ოკუპაციასაც. ამ წლის განმავლობაში სომხეთში მოხდება არეულობები. აზერბაიჯანი რუსებს არ გაატარებს, რუსეთი სთხოვს ივანიშვილს ჯარის გატარებას და ის, რა თქმა უნდა, დათანხმდება. ხალხს ეტყვიან, რომ ეს ჩვენ არ შეგვეხება, ხოლო სომხეთის ოკუპაციის შემდეგ მთლიანად დაიკავებს საქართველოსაც“, — წერს სააკაშვილი.

სააკაშვილის განცხადებით, ამ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი ფსონის უკრაინის მოძლიერებაზე დადებაა: „ერთადერთი რამაც შეიძლება ამ სცენარს ხელი შეუშალოს, არის რუსული სამხედრო მანქანის საბოლოოდ მორყევა უკრაინის მხრიდან აქტიური საბრძოლო მოქმედებებით“.

banner
წინა სტატიაში“ევროპის უნივერსიტეტის” ინიციატივით ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილმა ბოლომდე დაასუსტა არმია და განასაიდუმლოა წინააღმდეგობისთვის მომზადებული სამარხები