სააკაშვილი: სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, ივანიშვილი კი, ორებზე და სამებზე სწავლობდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს განათლების სისტემას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ წელს, სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე 25 % მეტი ჩაიჭრა. როგორც სააკაშვილი facebook-ზე აღნიშნავს, მან სკოლა ოქროს მედალზე დააამთავრა, ხოლო ივანიშვილი კი, “ორებზე და სამებზე სწავლობდა”.
“წელს, სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაიჭრა 25 % მეტი, (ჩვენს დროს იყო 7%) ყოველმა მეოთხე მოსწავლემ, სკოლის პროგრამა ვერ აითვისა. დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პირობებში, სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევა და კეთილდღეობის შექმნა, შესაძლებელია მხოლოდ ერთი გზით, მომავალი თაობისთვის კარგი განათლების მიცემით. ეს შედეგი კი იმას ნიშნავს, რომ ქართულმა ოცნებამ, თავისი მავნებლური საგანმანათლებლო პოლიტიკით, ჩვენი ახალგაზრდების 25% გაწირა სიღარიბისთვის.
მე, სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და ყველა უმაღლესი სასწავლებელი წარჩინებით, ივანიშვილი კი, ორებზე და სამებზე სწავლობდა, შესაბამისად, ხუთოსანი წარმოშობს ხუთოსნებს და ოროსანს ეზიზღება სწავლა და უნდა, რომ შემდეგი თაობაც იყოს უცოდინარი!”,-წერს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმამა თეოდორე – გაბუნიას დაწყევლაზე: “ამგვარი ფორმა პირველად ვნახე, არ ვიცი ეს რა არის” (ვიდეო)
შემდეგი სტატიასომხეთის პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა