8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

სააკაშვილი: შევიძინე ვენახი ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციისთვის, დღეს ყველაფერ ამას დაუსვეს წერტილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს გამართულ სასამართლო პროცესს ეხმაურება.

“დღეს გაიმართა “აპელაცია” ჩემი მთელი ქონების კონფისკაციის საკითხზე. საქმე იმაშია, რომ მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1,5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისა.

ესეც თავის დროზე შევიძინე ჩემი ხელფასით, რუსული ემბარგოს შემდეგ, ჩვენი მევენახეებისა და მეღვინეების გამხნევებისთვის და ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციისთვის.

აქ დამყავდა პრეზიდენტები, პრემიერ- მინისტრები, სენატორები, მონაკოს პრინცი, ევროკავშირის ხელმძღვანელები. ამ სახლს და ვენახს აჩვენებდნენ თავისუფალ მედიაში.

დღეს ყველაფერ ამას დაუსვეს წერტილი. ალბათ ამ პატარა ვენახს ვინმე ბობოლა ქოცი მიიერთებს და სახლს აუცილებლად დაანგრევს, როგორც მისი გამოყენებისთვის გამოუსადეგარ, ცუდ სიმბოლოს.

მე ქონებას არასდროს გამოვკიდებივარ. 1993 წელს მუშაობა დავიწყე ნიუ-იორკის ერთ-ერთ წამყვან იურიდიულ კომპანიაში Patterson Belknap Webb & Tyler, 36-ე სართულზე, მე-8 ავენიუზე მქონდა საკუთარი კაბინეტი, მყავდა მდივანი და მქონდა ძალიან კარგი ხელფასი, ყველაფერი ისე იყო, როგორც ფილმებში აღწერენ. მივატოვე ყველაფერი და ჩამოვედი ბნელ, ცივ საქართველოში. ამიტომ ქონება არასდროს დამიგროვებია და ესეც შეუძლიათ წაიღონ”,_ წერს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიეკა კუპატაძე: სამყარო მძულდა გიგა რომ მომიკვდა, მადლობა საქართველო, რომ გვერდში მიდგახარ
შემდეგი სტატია“ოცნებამ” მინიმალური ხელფასის შემოღების წინააღმდეგ მისცა ხმა – “გახარია საქართველოსთვის”