15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

სააკაშვილი: შეწყვიტეთ მოთქმა, ქოთქოთი და იფიქრეთ იმაზე, მე რომ თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევას ეხმაურება. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ „ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია“.

„ტყვედ ჩავარდნის წინ, კიევში შევხვდი IPSOS საზოგადოებრივი კვლევის, უდიდესი ევროპული კომპანიის რეგიონულ დირექტორს. მან მითხრა, რომ საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარება ურთულესია, ვინაიდან ხალხს ზუსტად ისევე ეშინია, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში და დონეცკში და რომ პირდაპირ კითხვის დასმა უაზრობაა და ირიბი კითხვებით უნდა დაადგინო ნამდვილი განწყობა.

ასეთი იყო სიმართლე მასობრივ რეპრესიებამდე, ხალხის ციხეში ჩაყრამდე და ქუჩებში ხალხის ტერორამდე და ახლა როგორ ეშინია ხალხს კვლევებში სიმართლის თქმის ხომ წარმოგიდგენიათ! და 46%-დან, რომელმაც უარი თქვა პასუხის გაცემაზე, რამდენია იგივე „ნაცმოძრაობის“ მხარეს? და ვინც თქვა “ოცნებას” ვაძლევ ხმასო, რამდენი ოჯახის წევრია ა(ა)იპ-ის და სსიპ-ის თანამშრომელი, ან რამდენს უბრალოდ ეშინია სიმართლის თქმა.

და ბოლოსდაბოლოს, აქეთ-იქით გაიხედეთ, თქვენს გარშემო რამდენი ადამიანი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი? ხოდა შეწყვიტეთ მოთქმა და ქოთქოთი და იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ,“ – წერს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდიდმა ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქეს სანქციები დაუწესა
შემდეგი სტატიაყვარელში მოსწავლეებით სავსე სამარშრუტო ტაქსი ავარიაში მოყვა — დაშავებულია რამდენიმე ბავშვი