სააპელაციო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.
სახელმწიფო ბრალდება, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის – 6 პიჯაკის, ერთი პალტოს, ჰილარი კლინტონისთვის შეძენილი “რედბულის”, პრეზიდენტ კაჩინსკის პანაშვიდისთვის ნაყიდი თაიგულის და სხვა სადავო ხარჯების – უკან დაბრუნებას ითხოვს, რაც არსებული ინფორმაციით, ჯამში 9 მილიონ ლარს აღემატება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, მას საქართველოში ერთი ვენახის გარდა სხვა ქონება არ გააჩნია, შესაბამისად აღნიშნული საქმე დედამისის, გიული ალასანიას საკუთრებაში არსებული უნივერსიტეტის დახურვას ემსახურება.
ეს არის მცდელობა სინამდვილეში გავიდნენ დედაჩემზე იმიტომ, რომ დედაჩემი არის უნივერსიტეტის დამფუძნებელი. ეს მთელი ისტორია, რაც ეხება ამ პროცესს, ეს არის პროცესი კონკრეტულად, კიდევ ერთი ძალიან მაგარი უნივერსიტეტის დახურვის საქართველოში. ჩემი ქონება შედგება 75 კვ.მ.-ის სახლისგან, 1.5 ჰექტარი ვენახისგან, რომელიც ვიყიდე საპრეზიდენტო ხელფასით, კიევში მაქვს მოკრძალებული სახლი, მაგრამ იმას ვერ მისწვდებიან და ეს საერთოდ არ ეხება ჩემ ქართულ მოღვაწეობას,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პროცესზე.

















