,,სააკაშვილი საქართველოში ცხვირს ვერასოდეს შემოჰყოფს, რისი ჩამომსვლელი და გადამტრიალებელია”

არეულობა “ნაციონალური მოძრაობის” სიზმარია. მაიდანს ხალხი აწყობს და არა პოლიტიკური ორგანიზაცია. ამიტომ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” რამდენიც არ უნდა ირბინოს, ქართული საზოგადოება, მათ არ აჰყვება – განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.

“ჩვენ ვხედავთ, ქვეყნის გარეთ მყოფი, მათ შორის, ჩრდილოეთში, დასავლეთში და აღმოსავლეთში არსებული პოლიტიკური ძალების მხარდაჭერით, პოლიტიკური გვამის რეანიმაცია მიმდინარეობს. ამას ხელს უწყობენ ქართული მედიასაშუალებებიც, რომლებიც ხალხის დაძაბვას ცდილობენ”, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისი თქმით, მაიდანმა უკრაინა დაანგრია და თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველოში ნაციონალების გარდა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის დანგრევაზე ოცნებობენ, ძალიან დიდ შეცდომაშია შეყვანილი. ის აბსოლუტური სიგიჟე, რასაც სააკაშვილი უკრაინაში ქადაგებს, ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს.

“სააკაშვილი რომელი ოლქის გუბერნატორიც არის, იქ ვერ აკეთებს ვერაფერს. აქ იყო, სრული ძალაუფლება ჰქონდა და რითაც დაამთავრა და ქართველმა ხალხმა როგორც გააპანღურა, ყველამ ვნახეთ. სააკაშვილი საქართველოში ცხვირს ვერასოდეს შემოჰყოფს. რისი ჩამომსვლელი და გადამტრიალებელია?! ამ ფარჩაკებმა რა მაიდანი უნდა მოაწყონ?!” – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

banner
წინა სტატიაში(video) N 8 პენიტენციურ დაწესებულებას მწერალთა კავშირის წარმომადგენლები ესტუმრნენ
შემდეგი სტატიაგერმანია ელექტრომობილების გაზრდის გეგმას აფართოვებს