5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

სააკაშვილი: საქართველოს უდგება უდიდესი საფრთხე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

_ ეს ომი გაგრძელდება დაახლოებით 2 თვე და ამის შემდეგ კიდევ 2-3 თვე დასჭირდება მოლების რეჟიმის საბოლოო დასრულებას.

ამის შემდეგ მსოფლიოში ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ, მანამდე საქართველოს უდგება უდიდესი საფრთხე – ქვეყანაში ასობით ათასი ირანელის შემოჭრის.
საქმე იმაშია, რომ ირანიდან პირველ ეტაპზე ჯერ ჩვეულებრივი ხალხი გამოიქცევა და შემდეგ რეჟიმის ჩამოშლის პარალელურად დაიწყებენ მისი წევრები გამოქცევას. მათ არცერთი მეზობელი ქვეყანა არ მიიღებს გარდა სომხეთის, რომელთანაც ირანს უვიზო მიმოსვლა აქვს. ხოლო იქიდან დიდი ნაწილი აუცილებლად მოადგება საქართველოს.
საქმე იმაშია, რომ ივანიშვილი გარდა რუსული ფულისა, რეცხავს IRGC – ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, რეჟიმის ძირითადი საყრდენის ფულს.

სწორედ მათი ფირმებია მასობრივად დარეგისტრირებული საქართველოში და მათ აქვთ ნაყიდი ბინების მნიშვნელოვანი ნაწილი “არაბულ ქალაქებში”. ესენი არიან ისლამისტები და ტერორისტები, საზოგადოება უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, ვინაიდან მათ აქვთ ბევრი ფული და ქოცები ფულისთვის საკუთარ დედასაც გაყიდიან. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შემოვუშვათ არცერთი ირანელი.

banner
წინა სტატიაშიჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულებს 18 -18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
შემდეგი სტატიამე-2 დღეა მტკვარში ახალგაზრდა კაცს ეძებენ