სააკაშვილი: საქართველოს მოსახლეობა მთავრობას დაამხობს, როგორც კი ხელს მახლებენ

ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება კიევიდან არის ნაკარნახევი, – ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის შესახებ კომენტარისას განცხადა.

როგორც სააკაშვილმა კიევში გამართლ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობას მისი ძალიან ეშინია.

„მაგრამ ჩვენ გვახსოვს, რომ ჯერ პოროშენკო, შემდეგ კი გროისმანი იყვნენ საქართველოში ჩასულები. მათ ჩემი დაკავება 2017 წლის ივლისში დაგეგმეს. ამაზე კვირიკაშვილთან ჰქონდა პოროშენკოს საუბარი. მაფიოზები, იგივე ოლიგარქები შეთანხმდნენ, ტაში შემოკრეს და გადაწყვიტეს, ასე მებრძოლონ. საქართველოში შეიარაღებული ძალები და სამართალდამცავი ორგანოები ჩემი მხარდამჭერები არიან, ეს საიდუმლო არ არის, ამიტომაც ისინი ხელს არ მახლებენ, საქართველოს მოსახლეობა კი მთავრობას დაამხობს, როგორც კი ხელს მახლებენ. აბა რა გგონიათ, რომ კამერაშ ვიჯდები და ვიშიმშილებ?“, – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგერმანულმა კლინიკამ თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი განაცხადა
შემდეგი სტატიაკონსტიტუციური მუხლით დევნის წამოწყება, ბადებს შეკითხვებს, ზიანს აყენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ იმიჯს