სააკაშვილი: თუ გვინდა ვიყოთ ცივილიზებული ერი, ერთმანეთი არ უნდა გავანადგუროთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისთვის ეროვნული თანხმობა ნიშნავს, რომ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, კონკურენტებმა ერთმანეთი არ გაანადგურონ და არ მოკლან.

ამ თემაზე მან საკუთარ სასამართლო პროცესზე ისაუბრა და თქვა, რომ ხელისუფლება მისი ოპონენტების განადგურებას იმიტომ ცდილობს, რომ იცის, კონკურენციას ვერ გაუძლებს.

“მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი იყო ამასწინათ ჩემთან და ვმსჯელობდით, რა არის ჩემთვის ეროვნული თანხმობა. ეს არის წითელი რკალის შემოვლება გარშემო და თქმა, მე არ მიყვარხარ, შენ არ მომწონხარ, არავითარი სურვილი არ მაქვს არც თვალებში გიყურო, არც შენთან რამე კონტაქტი მქონდეს, მაგრამ მე შენ არ გაგანადგურებ, მე შენ არ მოგსპობ, მე შენ არ მოგკლავ. ეს არის თანხმობის მთავარი ამოსავალი, რომ ჩვენ ცივილიზებული ერი თუ გვინდა ვიყოთ, ჩვენ ერთმანეთს არ ვანადგურებთ, ერთმანეთს არ ვკლავთ. ჩვენ ვართ ერთმანეთთან კონკურენციაში, რა თქმა უნდა, მათ იციან, რომ კონკურენციას ვერ გაუძლებენ, ამიტომ მათი ერთადერთი საშუალებაა, ჩვენ გაგვანადგურონ”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: „ოცნების“ ლიდერებისგან სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე კატეგორიული განცხადება არ მომისმენია
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ჯანო ბაგრატიონის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს