საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში არსებულ მძიმე ინფრასტრუქტურულ და ფსიქოლოგიურ ფონზე ამახვილებს ყურადღებას.
როგორც ექსპრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დაწესებულებაში წყალმომარაგების პრობლემაა.
„ამასობაში მგონი წყალსადენიც გაიფიცა და ციხეში მე-3 დღეა წყალი არ მოდის“, — აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მისივე შეფასებით, საპატიმრო კორპუსში შექმნილი ვითარება ნაწარმოებს — „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინას“ ემსგავსება.
„თუ ადრე ფსიქიატრი ათასში ერთხელ შემოივლიდა ხოლმე, ახლა პრაქტიკულად მორიგეობს ამ კორპუსში. მაგრამ გამოწერილი «აბი გლუკოზები», მე მგონი, ვეღარავის შველის. დაამატეთ ამას ყოველ საღამოს, ზუსტად 6 საათზე, ყვავების შეკრება და ისტერიული ჩხავილი — ნამდვილი “გუგულის ბუდეს გადაუფრინა” სიტუაციაა“, — წერს სააკაშვილი.








