25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

“სააკაშვილი საკუთარმა დაუძლეველმა ეჭვიანობამ აიძულა ჩამოსულიყო”-ნიკა მელია 2021 წლის მოვლენებზე

ნიკა მელია თავის წერილში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის რეალურ მოტივებს შიდაპარტიულ ეჭვიანობასა და ლიდერობის დაკარგვის შიშს უკავშირებს. მელიას განცხადებით, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ, სააკაშვილს გარემოცვა უნერგავდა ფობიას, რომ პარტიას დაკარგავდა.

„სააკაშვილს `ის კაციც და სხვებიც ეუბნებოდნენ, თუ ის არ ჩამოვიდოდა საქართველოში, მელია მას პარტიას წაართმევდა. თუმცა ის ამ ფობიით უკვე ისედაც შეპყრობილი იყო“, — წერს მელია.

მისივე თქმით, ვითარება გაამწვავა მაშინდელმა უპრეცედენტო ოპოზიციურმა ერთობამ და პარტიაში მსხვილი ფინანსური დონორის გამოჩენამ, რაშიც სააკაშვილის წვლილი „ნულოვანი“ იყო. მელიას განცხადებით, სწორედ ამ ეჭვიანობის პიკმა აიძულა ექსპრეზიდენტი ჩაედინა „სალტო მორტალე“, რამაც უნიკალური პოლიტიკური პროცესი ფერფლად აქცია. გარდა ამისა, მელია იხსენებს სოციოლოგიურ კვლევას, რომლის მიხედვითაც, ახალი ამომრჩევლისთვის სააკაშვილი აღარ იყო ხმის მიცემის გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც ის დამატებით „მოშალა“.

banner
წინა სტატიაშირა გარიგება დაიდო და რაში გადააგდეს 2022 წლის ბოლოს?- ნიკა მელია სააკაშვილსა და ხელისუფლებას შორის ფარულ კომუნიკაციაზე საუბრობს
შემდეგი სტატიანიკა მელია: სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა… მასთან ერთობაში ყოფნას ნურავინ მთხოვს