საინტერესოა, რატომ არ უთხრა ოლიგარქმა ივანიშვილმა რუსთაველებს, დღეს რუსთავში შეხვედრის დროს, დუშკაბინიდან მიმართვისას, თუ რატომ არ არის დამთავრებული რუსთავ-თბილისის ჩქაროსნული მაგისტრალი?
რატომ არ არის სტუდენტებისთვის მგზავრობა უფასო, საქართველოს მიერ უცხოური სესხებით ნაყიდი ავტობუსებითა თუ მარშუტკებით მგზავრობისას?
რატომ აქვთ ივანიშვილისა და მისი დამქაშების მფლობელობაში არსებული ქარხნების – ცემენტის ქარხნის, აზოტის ქარხნის და მეტალურგიული ქარხნის მუშებს მიზერული ხელფასები?.-წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.