სააკაშვილი: საჭიროა პოლიტიკური ამნისტია და მრგვალი მაგიდა ხელისუფლების გადანაწილებაზე

“ჩვენ, ჩვენი მოკრძალებული აზრით, უნდა ვისაუბროთ თავისუფლებაზე. თავისუფალ არჩევნებზე, თავისუფალ სასამართლოზე, თავისუფალ მედიაზე და ძალადობისგან თავისუფლებაზე. მე დარწმუნებული ვარ, ეს 5 შეთავაზება არამხოლოდ შეთავსებადია ქვეყნის სწრაფ მოდერნიზაციასთან, არამედ, ხელს უწყობს მათ. როგორ მივაღწიოთ ამ ყველაფერს? ჩვენ გვჭირდება საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია და მრგვალი მაგიდა ხელისუფლების გადანაწილებაზე და არჩევნებამდე მისვლაზე.

აქვე, მინდა გავიმეორო, რომ არანაირი თანამდებობა არ მამოძრავებს, თუ ვინმეს დასჭირდება ჩემი ცოდნა და გამოცდილება, სიამოვნებით გავუზიარებ გარდამავალ საქართველოს კოალიციურ ხელისუფლებას როგორც ვუზიარებდი მთელი ეს წლები, უკრაინის ალბანეთის, შუა აზიის მთავრობებს. ეს არის და ეს.

უნდა მოვიდეს ლიდერების სრულიად ახალი თაობა. მე დავკავდები ინვესტიციების მოზიდვით ლაზიკაში და განათლებაში. უფრო თავისუფალი და უფრო მობილიზებულები, ვიდრე ჩვენ ვიყავით.

დღეს ბევრი ნიჭიერი, ვიტყოდი, გენიალური ადამიანი შეიკრიბა ორბელიანის სასახლესთან. თქვენი მაგალითი მნიშვნელოვანია და თოვლის გუნდის ეფექტით სულ უფრო მეტი ხალხი შემოგიერთდებათ. იმიტომ რომ თქვენ გამოძრავებთ კეთილშობილური მოტივები, ქვეყნის სიყვარული, ღირსება და სიამაყე. მე ვფიქრობ, წამზომი ჩართულია, ბევრი დრო არ გრჩებათ”- ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან, ორბელიანის სასახლეთან მიმდინარე აქციაზე ნანუკა ჟორჟოლიანმა წაიკითხა.

წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
შემდეგი სტატიავადა 15 საათზე ამოიწურა – ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს არ შეხვდა