სააკაშვილი: რუსეთი დიდი ომისთვის ემზადება

saakashvili,,რუსეთი არ ბლეფობს, როდესაც პროპაგანდისტული მედიით დიდი ომისთვის მზადების მესიჯებს ტრანსლირებს,, აცხადებს ტელეკომპანია ZIK-თან საუბრისას საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი.
,,ჩრდილოეთ კორეას უფრო მეტი დისციპლინა აქვს, ვიდრე პუტინს. ჩრდილო-კორეელებმა იციან როგორ გაჩერდნენ ომის ზღვართან. ახლოს მიდიან და ჩერდებიან, რადგან იციან, რომ ეს თვითმკვლელობაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ პუტინმა ეს არიცის. თუ რუსულ პროპაგანდას შევხედავთ, ისინი რეალურად ომისთვის ემზადებიან,, აცხადებს სააკაშვილი.
სააკაშვილის აზრით, პუტინი ერთი-მეორის მიყოლებით გადადის ,,წითელ ხაზებს,, ამოწმებს რა მსოფლიო თანამეგობრობის რეაქციას… ,,ასეთი ხაზები იყო ომი საქართველოსთან 2008 წელს და ომი უკრაინასთან, ხოლო სირია შეიძლება გახდეს ბოლო ზღვარი,, განაცხადა ექს-პრეზიდენტმა.
,,ეს მზადებაა აშშ-თან ომისთვის. სირიაში, შეზღუდული მასშტაბებით, რუსეთი უკვე კონფლიქტურ სიტუაციაშია შტატებთან და თავისი აზრით ის ამარცხებს აშშ-ს,, აცხადებს სააკაშვილი, რომელიც აღნიშნავს, რომ ,,რუსეთის დასავლეთთან კონფლიქტის უფრო ცხელი სტადია, შესაძლებელია ბირთვული იარაღის გამოყენებით და შედეგად ,,აპოკალიპსისით,, დასრულდეს მსოფლოს ძალიან ნაწილისთვის,,

banner
წინა სტატიაშისოსო პავლიაშვილი: ყარაბახი მე არ წამირთმევია აზერბაიჯანისთვის და ვერც დავუბრუნებ
შემდეგი სტატიაყოფილი პარტიზანის სკანდალური აღიარება – ირაკლი ღარიბაშვილისა და ლაშა ნაცვლიშვილის საგანგებო დავალება