26.6 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

სააკაშვილი: რუსეთი ჩვენთვისაც ისეთივე ოკუპანტია, როგორც უკრაინისთვის -რატომ ართმევენ ქართველები რუსებს ხელს?

“უმაგრესმა უკრაინელმა ჩოგბურთელმა, მარტა კოსტიუკმა, რუსი მირა ანდრეევა დაამარცხა მადრიდის ტურნირის ფინალში, მანამდე ნახევარფინალში მეორე რუსი მოიტოვა და არცერთს ხელი არ ჩამოართვა. საერთოდ არცერთი უკრაინელი სპორტსმენი არცერთ რუსს ხელს არ ართმევს.

რუსეთი საქართველოსთვის ისეთივე ოკუპანტია, როგორც უკრაინისთვის. მე გული მერევა, როცა ვუყურებ იმავე ჩვენი ძიუდოისტების ხვევა ლოშნას რუს ძიუდოისტებთან (თან რუსული ძიუდო პუტინის მფარველობის ქვეშ იმყოფება) და სრულიად უთავმოყვარეოდ ვთვლი ყველა ქართველ გულშემატკივარს, ვინც რუსულ ჰიმნს ფეხზე უდგება, მე ჩემი თავი მათ თანამემამულედ არ მიმაჩნია და თქვენ?”,_ წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია: “ოცნება” უკან იხევს. ეს ფაქტი კარგად გავიაზროთ