სააკაშვილი: რომან შამათავა საქართველოს ნამდვილი გმირი მრავალი წელია ლპება ციხეში

კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსის რომან შამათავას რამდენიმეწლიან ციხეში ჰყოფნის შესახებ „მთავარი არხის“ ეთერით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა:“უკაცრავად,რომ რომან შამათავა,საქართველოს ნამდვილი გმირი წლებია ლპება ციხეში.ამის პირდაპირი შედეგია გიგა ოთხოზორია რომ მოკლეს,ტატუნაშვილი მოკლეს,ვაჟა გაფრინდაშვილი გაიტაცეს და იქ კინაღამ ჩაიტოვეს.ყველაფერს აქვს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი,ჩვენ რა თქმა უნდა არცერთი ეს პირი არ უნდა დაგვავიწყდეს და ყველა მათგანს მოეძებნება თავისი ადგილი და ამას ყველაფერს ქართველი ხალხი გადაწყვეტს,ქართველი ხალხის სიტყვაა საბოლოო ჯამში“,- თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისთვის.2016 წელს კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო პაატა ქარდავასა და დავით ცინდელიანის . შამათავას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად, მას სასჯელის ვადა შეუმცირდა და საბოლოოდ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.გამოძიების ინფორმაციით, კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი ცინდელიანს და ქარდავას „აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა“.

 

https://youtu.be/CvDuUvAbQuI

 

banner
წინა სტატიაშინაცებისა და ქოცების ანტიეროვნული, ცრურელიგიური, დექრისტიანული და ეგოისტური ჭიდილი უკვე ყელშია ამოსული
შემდეგი სტატიაზაზა გაბუნია: ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ქალაქის იერსახის მოწესრიგება, ისე დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებლით უზრუნველყოფა