სააკაშვილი: რეჟიმმა უკან დაიხია, ზელენსკის თვითმფრინავი მხოლოდ მას შემდეგ გაფრინდა, რაც შეწყალება დაადასტურეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინელი მეზღვაურების და მისი დაცვის ყოფილი წევრის, მიხეილ ბატურინის შეწყალებას ეხმაურება და წერს, რომ “უზურპატორული ხელისუფლება” იძულებული გახდა დაკავებულები გაეთავისუფლებინა.

მისი თქმით, დაკავებულების პირადი განცხადების გარეშე შეწყელება მიუთიტებს, რომ პრეზიდენტი პირდაპირ იღებს ინსტრუქციებს ბიძინა ივანიშვილისგან.

სააკაშვილის განცხაცდებით, ზურაბიშვილმა შეწყალებას მას შემდეგ მოაწერა ხელი, რაც ცნობილი გახდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში უკრიანის პრეზიდენტი ბათუმში დაგეგმილ შეხვედრაზე არ ჩამოვიდოდა, იგივე პოზიცია გაიზიარა მაია სანდუმაც.

“შეიწყალეს მათი განცხადების გარეშე. რაც ნათლად მიუთითებს რომ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ზურაბიშვილი პირდაპირ იღებს ინსტრუქციებს ივანიშვილისგან – რომლის განკარგულებითაც მოხდა უკრაინელი მეზღვაურების და ქართველი ოფიცრის დაკავება.

ეს ის ზურაბიშვილია რომელმაც, კიევში ვიზიტის დროს, ზელენსკის ოფიციალურად მოსთხოვა ივანიშვილის დავალებით ჩემი ექსტრადიცია საქართველოში – თუმცა ზელენსკიმ ამ მოთხოვნაზე მოკლედ მოუჭრა და ერთ ადგილზე გაუშვა.

მაგრამ მე მინდა ჩემი პოზიცია გამოვხატო რომ – ის რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არ დაუკმაყოფილა მალე თითონ დავუკმაყოფილებ და აუხდებათ ყველაზე სანუკვარი “ოცნება”.

ისინი იძულებულები იყვნენ, ეს გაეკეთებინათ იმის გამო, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააუქმა ორმხრივი სამიტი, რომელიც უნდა გამართულიყო გუშინ უკრაინა-საქართველოს შორის და ასევე, ნათლად განუმარტეს კიევში, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ ჩამოვიდოდა ევროკავშირის მიერ მოწვეულ სამიტზე ბათუმში, რომელშიც მონაწილეობს ასევე შარლ მიშელი.

ამავე დროს, როგორც მე დანამდვილებით ვიცი, მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ უთხრა უკრაინელებს, თუ ზელენსკი არ ჩამოვიდოდა სამიტზე, ისიც აღარ მიიღებდა მონაწილეობას ამ სამიტში და პრაქტიკულად სამიტი იშლებოდა.

ასე მოუხდათ, დილის შვიდ საათზე უკრაინელების და მიხეილ ბატურინის შეწყალება.

რეჟიმმა დაიხია ამჯერად უკან ევროკავშირის და უკრაინელების ზეწოლის ქვეშ, მაგრამ ამითი საერთაშორისო რეპუტაცია საქართველოსი მაინც სერიოზულად დაზარალდა. მრავალი თვე ყავდათ უკანონო პატიმრობაში ეს ხალხი და გამოიტანეს ასე უკანონო განაჩენი. ვინ სჯიდა, ამ უკანონო განაჩენის გამოტანას, თუ სამ დღეში მოუწევდათ გამოშვება?

მაგრამ ასეა საქართველოში ამჯერად – ყველაფერი არის უკუღმა.

ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ამჯერადაც მოუხდათ მათ უკან დახევა, მაგრამ ეს არის რეჟიმი, რომელიც მომავალშიც გააგრძელებს უკანონობას, თუ არ მოხდა მათი დროზე ჩამოშორება ხელისუფლებიდან. […]

ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტი ზელენსკის თვითმფრინავი გამოფრინდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინის საელჩომ საქართველოში დაადასტურა უკრაინელების და ბატურინის გათავისუფლების ფაქტი. პრეზიდენტი ზეწლენსკი უცდიდა ბოლო წუთამდე, სანამ არ მიიღო ამის დასტური და მხოლოდ ამის შემდეგ, თვითმფრინავი აფრინდა ბათუმის მიმართულებით – აი ეს არის პრინციპული პოზიცია, თავმოყვარე ქვეყნის.

საქართველოს ე.წ ხელისუფლებამ მორიგი სირცხვილი ჭამა, ჯერ უკანონო დაკავებით, შემდეგ ასეთივე, კიდევ უფრო უკანონო განაჩენით და შემდეგ ნაჩქარევი, ფართხა-ფურთხით, ამ ხალხის განთავისუფლებით საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ.

ასევე, უკრაინელმა მეზღვაურებმა განაცხადეს, რომ ისინი არ გამოიყენებენ საშუალებას, პირდაპირი გამოფრენის, არამედ მოამზადებენ კატარღას და ბოლომდე შეასრულებენ თავის პროფესიულ მოვალეობას და ჩამოიყვანენ კატარღას ოდესაში

როგორც იცით, ეს კატარღა დააკავეს იმიტომ, რომ რატომღაც ეგონათ, რომ ამ კატარღაზე მე ვიყავი და შემდეგ ვეღარ გადათქვეს, სულ ტყუილად ამყოფეს, სრულიად უდანაშაულო ადამიანები ციხეში.

მე მინდა, რომ ჩემგან დავუმატო ამ ყველაფერს ერთი რამ – ძალიან მალე, შეხვედრამდე საქართველოში”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა-მთავრობის პრესსამსახური განცხადებას ავრცლებს
შემდეგი სტატიასაკეისრო კვეთის შემდეგ​, პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში კოვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ქალი გარდაიცვალა