სააკაშვილი: რაში ახევენ უბედურ ბიძინას ფულს, ეტყობა თვითონ კომპიუტერი არ იცის

“აქ, საელჩოში დაამატეს 20 თანამშრომელი. ჰყავთ სუს-ის და კრიმპოლის თანამშრომლები. დიპლომატიის საფარქვეშ ჰყავთ. 3 კვირის წინ დავალება მისცეს, შეისწავლეთ სააკაშვილის ოფისის ყველა დამფინანსებლის სახელი და გვარიო”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“აქ, საელჩოში დაამატეს 20 თანამშრომელი. ჰყავთ სუს-ის და კრიმპოლის თანამშრომლები. დიპლომატიის საფარქვეშ ჰყავთ. 3 კვირის წინ დავალება მისცეს, შეისწავლეთ სააკაშვილის ოფისის ყველა დამფინანსებლის სახელი და გვარიო. ყველაფერი საიტზე გვიდეს, შესასწავლი რა არის. კიდევ რაში იხდის უბედური ბიძინა ფულს? რაში ახევენ ფულს? ეტყობა თვითონ არ იცის კომპიუტერის ხმარება, თორემ რომ იცოდეს, შევიდოდა და ნახავდა, რომ ყველა დამფინანსებლის სახელი და გვარი საიტზე გვიდევს. მერე დაიწყეს თითოეული დამფინანსებლის დისკრედიტაციის კამპანია, ოღონდ ამას აკეთებენ დიპლომატიურ საფარქვეშ.

ველაპარაკე უკრაინის უშიშროების ხელმძღვანელს და ვუთხარი, რომ ეს ჩვეულებრივი ჯაშუშობაა. ეს არის უკრაინის წინააღმდეგ მიმართული არამეგობრული ქმედება და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უნდა აღკვეთოს ეს. რომელ დეპოლიტიზაციაზე საუბრობენ?! ყველგან ჭორვილის ორღობის მოწყობას ცდილობენ”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიესპანეთის უზენაესმა სასამართლომ სექს-მუშაკების პროფკავშირი აღადგინა
შემდეგი სტატიაქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირები პატიმრობაში დატოვა