სააკაშვილი: ქართულმა ახალგაზრდობამ პოზნერს შეუსრულა

“პოზნერი არის ძველი კაკებეშნიკი, რომელიც პუტინმა გამოაგორა 2008 წელს”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, Facebook-ზე.

“⤵ საქართველოში, რუსეთის პროპაგანდისტი ლიდერების ვიზიტზე.
➡დელეგაციაში იყო ტასის გენერალული დირექტორი – ტასი ეს არის ოფიციალური სააგენტო რუსეთის მთავრობის, რომელიც ამართლებს ყველა უმსგავსობას, რაც ჩადენილია საქართველოს და სხვა მეზობლების წინააღმდეგ.
➡სპუტნიკი – ეს არის სპეციალურად შექმნილი რადიო, რომელსაც ივანიშვილმა მისცა ლიცენზია საქართველოში მაუწყებლობის და რომელიც აკრძალულია უკრაინაში, რომელიც ემსახურება ძირგამომთხრელ საქმიანობას და იმის ვიცეპრეზიდენტი ჩამოვიდა.
➡ესენი არიან ჰიბრიდული ომის გენერლები!
➡პოზნერი არის ძველი კაკებეშნიკი, რომელიც პუტინმა გამოაგორა 2008 წელს – ეს არის საქართველოს დაუძინებელი მტერი!
➡დიახ, სტუმარს უნდა მოეპყრო როგორც სტუმარს და მტერს უნდა მოეპყრო, როგორც მტერს!
✔ქართულმა ახალგაზრდობამ შეუსრულა ამ პოზნერს და რუსულ პროპაგანდისტებს და ძალიან ვამაყობ ჩვენი ახალგაზრდობით, ჩვენი პატრიოტული სულით და ჩვენი ქართველობით!
✔ყველაფერი კარგად იქნება!”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე: შემდეგი კვირიდან მმართველი პარტიის ლიდერები რეგიონებში გავალთ
შემდეგი სტატიაბენდელიანი: მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყრულ ზონაში მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა