სააკაშვილი – პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის ჩემთან არშემოშვება, მხოლოდ ქვის ხანის ველურების გადაწყვეტილებაა – ამიტომაც, როგორც ჩანს, ევროპა აღარ გვაძლევს კანდიდატის სტატუსს: ველურების მთავრობას ევროპაში არაფერი ესაქმება

პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის ჩემთან არშემოშვება, მხოლოდ ქვის ხანის ველურების გადაწყვეტილებაა, – ამ სიტყვებით მიმართვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც კლინიკა „ვივამედში“ მასთან პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი მალგორჟატა გოშიევსკა არ შეუშვეს.

სააკაშვილის განცხადებით, „ველურების მთავრობას ევროპაში არაფერი ესაქმება“.

„ჩვენი მთავარი მოკავშირის და მეგობარი, მხარდამჭერი ქვეყნის, პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის არშემოშვება ჩემთან მხოლოდ ქვის ხანის ველურების გადაწყვეტილებაა და არა თანამედროვე ევროპელების. ის დამატებით არგუმენტებს იძლევა და ემსახურება ჩვენი კანდიდატობის შეგნებულად ჩაშლას, სწორედ ამიტომაც, როგორც ჩანს, ევროპა აღარ გვაძლევს კანდიდატის სტატუსს დღევანდელი მდგომარეობით, ველურების მთავრობას ევროპაში არაფერი ესაქმება, ხოლო ქართველი ხალხი არის არა ველური, არამედ ცივილიზებული, დემოკრატიული საზოგადოება და უნდა ვიმოქმედოთ სანამ ისტორიის სრულ აბსაიდში აღმოვჩნდებით. თუ ჩვენ, როგორც ხალხი, კანდიდატობას ვიმსახურებთ, ეს უნდა დავამტკიცოთ ჩვენი ქმედებებით და არა მხოლოდ განცხადებებით“,- აცხადებს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშისევეროდონეცკის „აზოტის“ ქარხანაში 568 ადამიანია, ევაკუაცია შეუძლებელია – გაიდაი
შემდეგი სტატიაალასანია – ხელისუფლების მიზანი ჩემი შვილის იზოლაციაში სიკვდილია