“მარტო ოპოზიციის დროს არა, ყველაზე მეტად ხალხში პრეზიდენტობის დროს დავდიოდი, იმიტომაც მეტის გაკეთება შემეძლო მათთვის. არაფერია ისეთი დიდი სიამოვნება, როგორც ადამიანების სამსახური.
ასევე რაც შეეხება სხვა პოლიტიკოსებს – მარტო სიარული არ კმარა. ადამიანები უნდა გრძნობდნენ, რომ ისინი გიყვარს”,_ წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

















