32 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

სააკაშვილი: პირადი ხასიათის კონფლიქტები დიქტატორის დაკვეთის შესრულებაა — იკამათეთ იმაზე, თუ როგორ დავამარცხოთ რეჟიმი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

“ალბათ შეამჩნევდით რომ თავდასხმების აგრესიულ, ზოგჯერ ცილისმწამებლურ ტალღას ხაზგასმით მოზომილად და თავშეკავებით ვპასუხობ.
ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ საპასუხო არაფერი მაქვს, რა თქმა უნდა, ყველაფერზე შეიძლება მკვეთრი დასაბუთებული პასუხის გაცემა და თავდამსხმელების პოლიტიკურ მიწაში ჩადება, მაგრამ მიმაჩნია რომ დღეს ასეთი ყოველგვარ შინაარსს მოკლებული უბრალოდ. პირადი ხასიათის კონფლიქტები შეგნებულად თუ შეუგნებლად არის დიქტატორის დაკვეთის შესრულება. ის ამით ეუბნება ხალხს – მე შეიძლება არ მოგწონდეთ, მაგრამ აი ესენი ახლა, ერთმანეთს რომ ასე ჭამენ, მართლა რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში მაშინ ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდება, ხოდა ისევ სტაბილური უძრაობა სჯობს.

თუ ვიღაცას დებატების საღერღელი აეშალა, მოვუწოდებ იმაზე იკამათოს თუ როგორ დავამარცხოთ დიქტატორი და იდეების შეჯიბში შევიდეს და არა პირადულ, მოგონილი თუ ნამდვილი წყენების და სხვისი დამცირების მცდელობების”,_ წერს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშითბილისში მშენებლობისას ხეების ჭრის 25%-იანი შეზღუდვის წესი იცვლება – კანონპროექტი
შემდეგი სტატიაკირცხალია: ვმუშაობთ, რომ რიგ შემთხვევებში საგზაო წესებთან დაკავშირებული ჯარიმები შემსუბუქდეს და დაბალანსდეს