4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

სააკაშვილი – პარტიებს უნიათო დიქტატორი ვერ აკრძალავს!

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ვერანაირ პარტიებს უნიათო დიქტატორი ვერ აკრძალავს! ხოლო თუ მართლა იმდენად გაგიჟდა, რომ ეს გააკეთა, ამით საკუთარ ყელს გამოიჭრის ელვისებურად. ისედაც უზარმაზარ შარშია კოლაბორაციონისტული „ჩმორული“ პოლიტიკა, მის დედა რუსეთთან. ამ უკანასკნელმა არ დაუფასა და თავზე ემსხვრევა მთავარი, რაზეც ის აქამდე იდგა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესი 21 ოქტომბრიდან იწყება.

banner
წინა სტატიაშიდარღვევები ხორცპროდუქტების წარმოებაში – სეს-მა აჭარასა და სამეგრელოში 3 ობიექტი დააჯარიმა და დახურა
შემდეგი სტატიაუხვი ნალექი და მსხვერპლი სტამბოლში: სტიქიამ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა