სააკაშვილი ოქტომბრის სასახლეზე შტურმს “პროვოკაციას” უწოდებს

პარტია “Руху нових сил”-ის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, დღეს მისი მომხრეების მიერ ოქტომბრის სასახლეზე თავდასხმას “პროვოკაციას” უწოდებს. “ეს წმინდა წყლის პროვოკაცია, ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული” – თქვა მან და დაამატა, რომ მან თავისი მომხრეები მაქსიმალურად მალევე გამოიყვანა სასახლიდან.
“ჩემთან იგორ სობოლევი (დეპუტატი-რედ.) მოვიდა და მითხრა, რომ ოქტომბრის სასახლეში არის ოთახები, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგრამ საჭიროა დაფიქსირება, რომ ჩვენ ვარსებობთ, ამის შემდეგ კი, საჭიროა უმაღლეს რადასთან მისვლა, როგორც იყო კიდეც დაგეგმილი. ვფიქრობ, იგორიც გააცურეს, იმიტომ, რომ მისი ნათქვამი მე ხალხს გადავეცი, ჩვენ იქ წავედით, იქ კი, ადმინისტრაციის ნაცვლად, ჩვეულებრივი სამოქალაქო შენობის მაგივრად, ეროვნული გვარდია დაგვხვდა, რომელიც ხალხს თავს დაესხა” – განაცხადა პოლიტიკოსმა.
შეგახსენებთ, რომ შტურის დროს 30-მდე პირი დაშავდა.

სასახლის შტურმით აღების მომენტში ის გლენ მილერის ორკესტრის კონცერტი მიდიოდა.

banner
წინა სტატიაში“მარში იმპიჩმენტისათვის” – ფოტორეპორტაჟი
შემდეგი სტატიაარაფერ შუაში არ იყო დათო, არც ლევანი – 51-ე სკოლაში დატრიალებული ტრაგედიისას მოკლული მოსაწავლის მამის პირველი კომენტარი