სააკაშვილი ნიკა კვარაცხელიას მკვლელობახე – საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შანსი თავისი მომავლისთვის

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ნიკა კვარაცხელიას მკვლელობას გამოეხმაურა. Facebook მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ კვარაცხელია მკვლელობა დაუსჯელობის პირდაპირი შედეგია. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში ჭაობი უნდა დასრულდეს, ვინაიდან სხვანაირად ქვეყანას მომავლის შანსი არ აქვს.

“საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შანსი თავისი მომავლისთვის. დღეს არის ჩემთვის პირადად მძიმე დღე.

მე არ ვიცნობდი ნიკას, მაგრამ ვიცოდი რას აკეთებდა და მინდა ვუთხრა ყველას, ეს არის პირდაპირი შედეგი იმისა, რაც ხდება საქართველოში, დაუსჯელობის გარყვნილების თავგასულობის, ამ ყველაფრის წახალისების, საქართველოს ჭაობად ქცევის, სადაც ნიჭიერი ადამიანი ვეღარც ჩერდება და საერთოდ ვეღარც ცოცხლობს. ეს ჭაობი თუ არ დასრულდა, ჩვენ არანაირი შანსი არ გვაქვს მომავლის”,- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიამილახვარი – არანაირი საფუძველი იმის, რომ სუს-ის ხელმძღვანელი ახლა პარლამენტში იყოს მიწვეული, არ არსებობს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: ის ძალიან მძიმე კამპანია, რომელიც მიმართული იყო ეკლესიის, მთავრობის და დიპლომატების წინააღმდეგ ვიწროპარტიულ ინტერესს ემსახურება