სააკაშვილი ნიდერლანდებში ოჯახის მოსანახულებლად ჩასვლას გეგმავს

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ნიდერლანდებში ჩავა, სადაც ოჯახს მოინახულებს. ამის შესახებ სააკაშვილმა პოლონეთში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპის სხვა ქვეყნებშიც აპირებს ჩასვლას.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ევროპიდან ის უკრაინაში საპროტესტო მოძრაობას გაუწევს ორგანიზებას.

„თანამოაზრეებთან ერთად მასობრივ საპროტესტო მოძრაობას გავუწევ ორგანიზებას და მშვიდობიანი გზით ჩამოვიცილებ ოლიგარქებს.

ვიპოვი მომენტს, რომ მხარდამჭერებს ფიზიკურად შევუერთდე, თუმცა მანამდე ვიმუშავებ ევროპარლამენტთან, ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებთან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში გუშინ გააძევეს.

banner
წინა სტატიაში,,დაკავების შემდეგ ცოტა კისერი მტკივა, მაგრამ ეს ტკივილი გაივლის და უკრაინელ ოლიგარქებს კისერს მოვტეხ”
შემდეგი სტატიათეა თუთბერიძე: გია გეწაძემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა