სააკაშვილი ნიჭიერია, იცის, როგორ გამოიყენოს სიტუაცია სათავისოდ – ნინო ბურჯანაძე

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძემ რუსულ ტელეარხზე მიხეილ სააკაშვილს ნიჭიერი ადამიანი უწოდა, ძთუმცა იქვე დასძინა რომ ექს-პრეზიდენტი ავანტიურისტია.
„სააკაშვილი ნამდვილად ნიჭიერია. მან იცის, როგორ გამოიყენოს სიტუცია სათავისოდ. რა თქმა უნდა, ის ავანტიურისტია და ეს ცალსახაა. რასაც ის უკრაინაში აკეთებს, არანაირად არ გამოადგება უკრაინას. მე ვშიშობ, რომ, სამწუხაროდ, უახლოეს ათწლეულებში უკრაინა ვერ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომლებიც მისი ხელმძღვანელობის აბსოლუტურად არასწორი ნაბიჭების გამო შეიქმნა… მას დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ საქართველოში ფეხქვეშ იყო გათელილი ყველა ევროპული და დასავლური ღირებულება – ყველაფერი, რაც ადამიანის უფლებებსა და ელემენტარულ დემოკრატიულ ნორმებს ეხება“, – აღნიშნა ბურჯანაძემ “როსიას’ ეთერში.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო ცვლილებები – საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შექმნილია
შემდეგი სტატია“ხალხს გულში იმედი აქვს, რომ ზამთრის დასუსტებას ზაფხულის გამყარება მოჰყვება. ეს არ მოხდება”