სააკაშვილი: ნაციონალურმა მოძრაობამ ეს არჩევნები ერთპიროვნულად უნდა მოიგოს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 3, 2020 10:39

სააკაშვილი: ნაციონალურმა მოძრაობამ ეს არჩევნები ერთპიროვნულად უნდა მოიგოს

„ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა იკისროს ის, რაც უნდა გაეკეთებინა საერთო სიას და უნდა მოიგოს ერთპიროვნულად ეს არჩევნები“, – ასე უპასუხა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარის“ ეთერში დასმულ კითხვას – რატომ უთხრა ენმ ოპოზიციურ პარტიებს უარი რეგიონებში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატების წარდგენაზე.

როგორც მან აღნიშნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ენმ-ს კონკურენციას ვერც ერთი პარტია ვერ გაუწევს.

„ჩემი აზრი იყო, რომ ყველა ნამდვილი ოპოზიციური ძალა გაერთიანებულიყო და გაეკეთებინათ ერთიანი საპარლამენტო სია. ამაზე უარი თქვეს, რაც ძალიან ცუდია. ახლა ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა იკისროს ის, რაც უნდა გაეკეთებინა საერთო სიას. ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა მოიგოს ერთპიროვნულად ეს არჩევნები და ამაში დარწმუნებული ვართ, რომ ასეც იქნება. კარგია, რომ ნაციონალური მოძრაობა თბილისში შეთანხმდა მაჟორიტარების გაყოფაზე, იმის გამო, რომ თბილისში ცოტა უფრო სპეციფიკური სიტუაციაა, თორემ თბილისშიც დარწმუნებული ვარ, რომ ნაციონალური მოძრაობა ყველას მოიგებს, იმიტომ რომ გრიგოლ ვაშაძემ მოიგო არჩევნები თბილისში, მაგრამ ახლა ნაციონალური მოძრაობა მოიგებს ყველგან მაჟორიტარულ არჩევნებს საქართველოში. ისეთი სერიოზული ხალხი მოდის ჩვენთან მაჟორიტარებად, ადრე გამოხედვაც რომ არ უნდოდათ ჩვენკენ. ჩვენც ყურადღებით შევარჩევთ, რომ არ შემოგვეპაროს ცუდი რეპუტაციის ხალხი, მაგრამ მოდიან ძალიან საინტერესო ფიგურები და ახლოს ვერ მოვა სხვა ვერავინ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, – განაცხადა სააკაშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 3, 2020 10:39