სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, დოკუმენტს ხელი მოაწეროს და პარლამენტში შევიდეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს და პარლამენტში შევიდეს. ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„ნიკა მელიამ უნდა დატოვოს საპატიმრო ყოველგვარი დამამცირებელი პირობების, გაუგებარი გიაროს გარეშე უნდა დატოვოს ისე, როგორც მას სურს. რადგან ის იმყოფება იქ უკანონოდ და უდანაშაულოდ. მაგრამ მას შემდეგ, რაც დატოვებს საპატიმროს ამ პირობებით, მინდა, მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას, ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას, რადგან აქ არის მთავარი მეორე პუნქტი, შემოდგომაზე ადგილობრივი მმართველობის არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად დაინიშნა რეფერენდუმი „ქართული ოცნების“, ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების თაობაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან სააკაშვილი აცხადებს, რომ „ამ რეფერენდუმის წინ საქართველოში ჩამოვა და ფიზიკურად „ნაციონალური მოძრაობასთან“ ერთად იქნება“.

banner
წინა სტატიაშილანჩხუთში, ტყეში 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაოზურგეთში არასრულწლოვან გოგონას ეძებენ