14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

სააკაშვილი ოპოზიციას: გეყოთ სტუდიებში ჯდომა, ერთხელ მაინც გამოადექით ხალხს, მარნეულში ჩადით

“ჩემი სოლიდარობა მარნეულელ ფერმერებს! მე თავის დროზე გავათავისუფლე წნეხისგან ეთნიკურად აზერბაიჯანელები რეგიონში. ახლა ივანიშვილმა ეს მშრომელი პატრიოტი ხალხი ისევ გაღატაკებამდე მიიყვანა საკუთარი კორუფციის გამო.

მოვუწოდებ მთელს თბილისურ ოპოზიციას ჩავიდეს მარნეულში, გავიდეს ქვემო ქართლის სოფლებში, შეაგროვოს ფაქტები, დაუდგეს ჩვენს თანამოქალაქეებს.

გეყოთ სტუდიებში ჯდომა და უაზრო წერილების წერა!

ერთხელ მაინც გამოადექით ხალხს – დაუდექით გვერდში და დარაზმეთ!”- წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, რითაც დღეს მარნეულში მომხდარ ამბავს ეხმაურება.

ცნობისთვის, მარნეულში  პოლიციასა და ფერმერებს შორის დაპირისპირება იყო. აქციაზე მყოფი ფერმერების განცხადებით, მათ ადგილობრივად წარმოებული ბოსტნეულის რეალიზაცია უჭირთ და იძულებულები არიან, რომ პროდუქცია იმაზე იაფად გაყიდონ, ვიდრე პროდუქციის წარმოება უჯდებათ.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად გზის გადაკეტვა სცადეს, რაც სამართალდამცავებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციაზე პოლიციელებმა 2 პირი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: “ოცნებას” კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
შემდეგი სტატიანიკოლოზ ფაჩუაშვილი: “მეუფე ისაია არის ჩვენი დროის გმირი”